რას ითხოვს ასენსიო კლუბისგან?
ასენსიო ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც 30 ივნისს ეწურება „რეალში“ ყოფნის ვადა.
არსებული მომენტისათვის უცნობია, რაზე შეთანხმდებიან ფეხბურთელი და კლუბი, თუმცა დრო გადის და უკვე 1-ლი იანვირდან, მას ნებისმიერ მსურველთან შეუძლია მოლაპარაკების წარმოება.
MARCA-ს ცნობით, „რეალის“ სურვილია მალიორკელთან კონტრაქტის გახანგრძლივება, ვინიადან „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ფიქრობენ, რომ მარკო იდეალური ვარიანტია, როდესაც საქმე როტაციას ეხება.
რაც შეეხება თავად ასენსიოს, მადრიდში დარჩენის წინააღმდეგი არც ის არის, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ კლუბისგან უფრო მეტი სათამაშო დროის გარანტიას მიიღებს, სხვა შემთხვევაში კი, ბარგის ჩალაგებას გეგმავს.
„ბლანკოსის“ შემტევმა რამდენიმე თვის წინ თანამშრომლობა დაიწყო ჟორჟე მენდეშთან. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო აგენტია.
- 26 დეკემბერი 2022
- 852
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.