მიგელ გუტიერესმა მადრიდელები აალაპარაკა

„რეალში“ მომავალი სატრანსფერო ფანჯრისთვის უკვე გეგმებს აწყობენ.

მადრიდელებმა განვლილ ზაფხულს გუნდის დატოვების საშუალება მისცეს მიგელ გუტიერესს (მისი უფლების მხოლოდ 50% გაასხვისეს). 21 წლის მარცხენა მცველი სათამაშოდ „ჟირონაში“ გადაბარგდა 4 მლნ. ევროს სანაცვლოდ.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიჩელის დაქვემდებარებაში დიდი პროგრესი განიცადა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა. პრიმერა დივიზიონის 14 მატჩიდან 11 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 3 ასისტიც ჩაიწერა აქტივში. მან 30 ოქტომბერს „სანტიაგო ბერნაბეუზეც“ იასპარეზა, როდესაც მადრიდელები 1-1 დაუზავდნენ მეტოქეს.

ამჟამინდელი მონაცემებით, მიგელი საშუალოდ 1.28 ვარდნას ასრულებს 90 წუთის განმავლობაში და 5.26-ჯერ იბრუნებს ბურთს, რაც უკეთესია ალაბასა და მენდის მაჩვენებლზე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „რეალში“ უკვე ალაპარაკდნენ კანტერანოს დაბრუნებაზე.


ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (55)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)