ვინისიუსი და როდრიგო დროს არ კარგავენ

ბრაზილიელი ფეხბურთელები, რომლებმაც 2 კვირის წინ დაასრულეს ასპარეზობა კატარის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, სამეფო კლუბს ორშაბათს შეუერთდებიან.

საგულისხმოა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ვინისიუსი და როდრიგო ნაყოფიერად ვარჯიშობდნენ სამშობლოში, ვინაიდან ისინი სრულად იზიარებენ იმ როლს რაც სამეფო კლუბში აქვთ და მათი სურვილია, სათანადო ფიზიკურ კონდიციებში დაბრუნდნენ ესპანეთის დედაქალაქში.

არსებული მომენტისათვის, ვინი 25 შეხვედრას (მათ შორის 4 მუნდიალზე) მოითვლის. მის ანგარიშზეა 11 გოლი და 7 ასისტის. რაც შეეხებ გოეშს, ის 25 შემთხვევაში გავიდა მოედანზე სათამაშოდ. ახალგაზრდა შემტევის აქტივში ირიცხება 7 გოლი და 6 ასისტი.

მაშასადამე, მომდევნო კვირაში ისინი თანაგუნდელებთან ერთად დაიწყებენ აქტიურად მზადებას სეზონის განახლებისათვის. დიდი ალბათობით, ორივე მიიღებს გარკვეულ სათამაშო წუთებს „ვალიადოლიდთან“ შეხვედრაში (30 დეკემბერს).

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)