ცნობილია - როდის მიიღებს გადაწყვეტილებას კროოსი
სამეფო კლუბის „რვიანი“ განსხვავებული ფეხბურთელია.
კროოსმა 2021 წელს, 31 წლის ასაკში დაასრულა სანაკრებო კარიერა, რათა უფრო მეტი დრო დაეთმო ოჯახისა და „რეალისათვის,“ და ახლა, 32 წლის ასაკში (4 იანვარს შეუსრულდება 33), ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას ფიქრობს.
ტონის 30 ივნისს ეწურება მადრიდულ გრანდში ყოფნის ვადა და ამ ეტაპისათვის უცნობია, როგორი იქნება მისი სამომავლო გეგმები. „მარკას“ ინფორმაციით, ნახევარმცველი, რომელმაც შთამბეჭდავი ეპოქა შექმნა ესპანეთის დედაქალაქში, საბოლოო გადაწყვეტილებას თებერვლის თვეში გამოაცხადებს.
კარლო ანჩელოტის დიდი სურვილია, რომ კროოსმა კლუბთან გაახანგრძლივოს მოქმედი ხელშეკრულება. ის მეტად ენდობა შეგირდს, რომელმაც მიმდინარე სეზონში 21-დან 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ ნაყოფიერადაც ირჯებოდა.
- 24 დეკემბერი 2022
- 1 210
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.