სებალიოსის ოქროს შანსი
26 წლის ნახევარმცველს რამდენიმე თვეში ეწურება სამეფო კლუბში ყოფნის ვადა.
ამ ეტაპისათვის უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „რეალი“ სებალიოსთან დაკავშირებით. განვლილ ზაფხულს კარლო ანჩელოტიმ ის დარჩენაში დაარწმუნა, თუმცა მოხდება თუ არა კონტრაქტის განახლება, ეს გარკვეულწილად ფეხბურთელის ასპარეზობაზეცაა დამოკიდებული.
მიმდინარე სეზონში დანიმ მხოლოდ 209 წუთი გაატარა საქმეში. მწირი სათამაშო დრო იმ გარემოებამაც გამოიწვია, რომ ფეხბურთელმა ოქტომბრის დასაწყისში ტრავმა მიიღო და რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მოუხდა.
ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და შეიძლება ითქვას, სებალიოსმა ოქროს შანსი მიიღო. განვლილ მსოფლიოს ჩემპიონატის გამო, კარლო ანჩელოტის ხშირად მოუწევს გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობა. „რეალი“ სეზონს 30 დეკემბერს დაიწყეს და მის დასრულებამდე, თითქმის ყოველ მესამე დღეს მოუწევს მოედანზე გამოსვლა. მსგავსი კალენდრის პირობებში, ცხადია, შეუძლებელია ერთია და იგივე თერთმეტეულით ასპარეზობა.
სებალიოსის პირველი გამოწვევა იქნება „ვალიადოლიდთან“ დაპირისპირება, სადაც ის აპრიორი მიიღებს სასტარტოში თამაში უფლებას და ახლა უკვე მასზეა დამოკიდებული, მოისურვებს თუ არა „რეალი“ თანამშრომლობის გაგრძელებას.
- 23 დეკემბერი 2022
- 617
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.