„ბლანკოსი“ ბარელას კანდიდატურასაც განიხილავს
იტალიური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ ნახევარმცველების შეძენაზე სერიოზულად მუშაობს...
განიხილება რამდენიმე ვარიანტი, თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჯუდ ბელინგემი მთავარი ფავორიტია.
ფლორენტინო პერესი ასევე აქტიურად ცდილობს მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის, ენცო ფერნანდესის დამატებასაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის პარარელურად კი მადრიდულ გრანდს „ინტერის“ ლიდერის, ნიკოლო ბარელას დამატებასაც ურჩევენ. 25 წლის ნახევარმცველი ძალიან ჭკვიან მოთამაშედ ითვლება და მილანური კლუბის უდავო ლიდერია.
ბარელას ფასი ამ ეტაპზე 70 მილიონ ევროს აღწევს, მისი კონტრაქტი „ინტერთან“ კი მრავალწლიანია და 2025/26 წლების სეზონის ბოლოს სრულდება.
- 23 დეკემბერი 2022
- 414
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.