„რეალის“ გეგმა C
სამეფო კლუბის აქტიურად აკვირდება პერსპექტიულ ნახევარმცველებს.
„რეალში“ კარგად მოეხსენებათ, რომ კროოსი და მოდრიჩი დიდხანს არ აპირებენ ფეხბურთში დარჩენას, შესაბამისად, მათ მემკვიდრეებზე ყოველდღიურ რეჟიმში ფიქრობენ.
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ ნომერ პირველ პრიორიტეტად ჯუდ ბელინგემის კანდიდატურა განიხილება, თუმცა მისი ტრანსფერის გაჩარხვა, კონკურენციიდან და სატრანსფერო ღირებულებიდან გამომდინარე, მარტივი საქმე არ იქნება. პარალელურად, მადრიდელები სიმპათიებს გამოხატავენ ენცო ფერნანდესი მიმართაც. ამ უკანასკნელმა შესანიშნავად ჩაატარა განვლილი მუნდიალი და არგენტინას ოქროს მედლების მოპოვებაში დაეხმარა.
თუ „რეალმა“ ორივე შემთხვევაში წარუმატებლობა განიცადა, არსებობს გეგმა C-ც, მანუელ ლოკატელის სახით. იტალიელი შუახაზელი ნაყოფიერად ჩატარებული ევრო 2021-ის შემდეგ „სასუოლოდან“ „იუვენტუსში“ გადაბარგდა. 24 წლის მოთამაშეს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.
- 23 დეკემბერი 2022
- 588
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.