„ბენფიკას“ 120 მილიონი სურს, მაგრამ საქმეში თავად ენცო ჩაერთვება
მსოფლიო ჩემპიონატმა ენცო ფერნანდესი ფასი კიდევ უფრო გაზარდა, მაგრამ თანხა, რომელსაც „ბენფიკა“ ითხოვს არარეალურია...
ესპანური გამოცემების ცნობით, პორტუგალიური კლუბის მოთხოვნა დღეს 120 მილიონ ევროს შეადგენს, ხვალ შესაძლოა კიდევ გაიზარდოს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს გარემოება ფლორენტინო პერესს არ აშინებს.
მადრიდული გრანდი გონივრული თანხის გადახდაზე თანახმა იქნება, ასევე საქმეში ჩაერთვება თავად არგენტინელიც, რომელიც „ბენფიკას“ სთხოვს, რომ წასვლის საშუალება მისცეს.
არსებული ინფორმაციით, იანვარში ესპანური მხარე პორტუგალიას კონკრეტული წინადადებით ეწვევა და მოლაპარაკებებს გამართავს.
- 22 დეკემბერი 2022
- 1 050
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.