„რეალს“ ენცო ფერნანდესი სურს, თუმცა...
სამეფო კლუბის წარმომადგენლები გამადიდებული შუშით აკვირდებოდნენ კატარში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატს.
ნაჩვენები თამაშით, „რეალის“ დიდი სიმპათიები დაიმსახურა ენცო ფერნანდესმა, რომელიც მუნდიალის გამარჯვებულ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში გამოდიოდა. სამხრეთ ამერიკელის ბურთაობით მოხიბლულია უშუალოდ კარლო ანჩელოტიც.
მადრიდელების აზრით კროოსისა და მოდრიჩის წასვლის შემდეგ, ნახევარდაცვის ხაზის ენცოთი გაძლიერება შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება, თუმცა დედაქალაქელებს აშინებთ სატრანსფერო ღირებულება - 120 მლნ. ევრო. ისინი თვლიან, რომ „ბენფიკამ“ საკმაოდ გაბერა ფასი და შესაბამისად, აღნიშნულ ტრანსფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუბრუნდებიან, თუ მოლაპარაკებები ლოგიკურ ფარგლებს არ გსაცდება.
პარალელურად, ფერნანდესის პოტენციალით ბევრი ევროპულია გუნდია დაინტერესებული.
- 21 დეკემბერი 2022
- 1 300
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.