ანჩელოტი ედერ მილიტაოს გამო შეშფოთებულია
ედერ მილიტაოს ფსიქოლოგიური მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ესპანური გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტი ბრაზილიელ ფეხბურთელთან სერიოზულ საუბარს გეგმავს...
როგორც სჩანს, მილიტაოსთვის მსოფლიო ჩემპიონატზე, ხორვატიის ნაკრებთან განცდილი მარცხი ძალიან მძიმედ გადასატანი აღმოჩნდა. მოთამაშის ფსიქოლოგიური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის.
აღნიშნულის გამო კარლო ანჩელოტი სერიოზულად არის შეშფოთებული და უკანახაზელთან საუბარს გეგმავს. იტალიელი სპეციალისტი მოთამაშეებთან დიალოგის განსაკუთრებული უნარებით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ „რეალში“ იმედი აქვთ, რომ მთავარი მწვრთნელი ედერის „გამოცოცხლებას“ შეძლებს.
სანამ ბრაზილიელი გუნდში დაბრუნდება და ვარჯიშს განაახლებს, კარლო მასთან რამდენჯერმე დაამყარებს კომუნიკაციას.
- 21 დეკემბერი 2022
- 1 487
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.