პერესს მბაპეს დედის იმედი აქვს
ფაიზა ლამარი კილიან მბაპეს სატრანსფერო საგამ ძალიან პოპულარული ადამიანი გახადა. „პსჟ“-ს ვარსკვლავის დედას შვილის გადაწყვეტილებებზე უდიდესი ზეგავლენა აქვს, სწორედ ამიტომ ფლორენტინო პერესი მიიჩნევს, რომ ფაიზასთან საუბარი საჭიროა...
მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას, რომ რონალდუს და მესის ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა, მბაპე კი აწმყო და მომავალია. ის ამ ეტაპზე ნამდვილად უალტერნატივო ფეხბურთელად ითვლება.
არაერთ მომენტში მბაპემ საფრანგეთის ნაკრები იხსნა. მისთვის არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლება, სწორედ ამიტომ მადრიდის „რეალი“ აქტიურ მოქმედებებზე უნდა გადავიდეს.
ესპანეთის დედაქალაქში თვლიან, რომ მბაპეს ტრანსფერი არა 2024, არამედ 2023 წლის ზაფხულშიც არის შესაძლებელი, თუ კლუბი მოლაპარაკებების მენეჯმენტს სწორად განსაზღრავს.
როგორც სჩანს, ფრანგი ვარსკვლავის საკითხი პერესისთვის კვლავ აქტუალური ხდება.
- 21 დეკემბერი 2022
- 985
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.