აზარმა ახალი კლუბი იპოვა
მიუხედავად ტურნირამდე გაკეთებული მსუყე განცხადებებისა, ედენ აზარმა უფერულად იასპარეზა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რაც, ალბათ, არავის გაკვირვებია.
სამეფო კლუბში უკვუ ყოველგვარი იმედი აქვთ გადაწურული ბელგიელ ნახევარმცველთან დაკავშირებით და მის გასხვისებაზე სერიოზულად ფიქრობენ. თავად „შვიდიანს“ ბოლომდე სურს კონტრაქტის შესრულება (2024 წლის ზაფხულამდე), თუმცა ამის შანსი მინიმალურია.
Foot Mercato-ს ინფორმაციით, აზარს დაწყებული აქვს ახალი კლუბის მოძიების პროცესის და დიდი ალბათობით, ინგლისისა და ესპანეთის შემდეგ, მისი კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგრძელდება. ედენი MLS-ის ერთ-ერთი კლუბის ღირსებას დაიცავს.
- 20 დეკემბერი 2022
- 6 253
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.