რონსერო: „ბენზემას მუნდიალის კარი დაუხურეს“
ტომას რონსერო კარიმ ბენზემას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა...
„ფაქტია, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს და ოქროს ბურთის მფლობელს მუნდიალის კარი დაუხურეს. როგორც კი „9“-იანმა დაზიანება მიიღო, მაშინვე მადრიდისკენ მიუთითეს. რა არის ეს, თუ არა უპატივცემულობა? პირადად ჩემთვის ბენზემას გადაწყვეტილება სავსებით ლოგიკური და გასაგებია.“
„გადათვალეთ 2022 წელს კარიმის მოგებული ტიტულების რაოდენობა. ამას შესაძლოა დაემატოს ესპანეთის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. მსგავსი შედეგი არც მესის ექნება და არც მბაპეს.“
„კარიმს 35 წლის ასაკში აქვს ბრწყინვალე შესაძლებლობა იმისა, რომ კიდევ ერთი შთამბეჭდავი სეზონი ჩაატაროს და ყველას დაუმტკიცოს, რომ საუკეთესოა.“
- 20 დეკემბერი 2022
- 832
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.