ზიდანი დეშამს ელოდება
ის, რომ ზიდანის ოცნებას საფრანგეთის ეროვნული ნაკრების გაწვრთნა წარმოადგენს, არავისთვისაა ახალი.
აღნიშნული მიზეზის გამო, „რეალიდან“ წასვლის შემდეგ, ლეგენდარულმა დამრიგებელმა არა ერთი ევროპული გრანდის შეთავაზებაზე თქვა უარი. ის ფეხბურთის ფედერაციისაგან ზარის მოლოდინშია.
განვლილ მუნდიალზე „მამლები“ ახლოს იყვნენ ტიტულის დაცვასთან, თუმცა გამარჯვება არგენტინელებს ხვდათ წილად. დიდიე დეშამი ისტორიული შედეგის ავტორი ვერ გახდა. მას უკვე ამოეწურა კონტრაქტი „ლურჯებთან“ და არსებული მომენტისათვის უცნობია, გაახანგრძლივებს მას, თუ დაემშვიდობება თანამემამულეებს.
ზიდანის მომავალიც სწორედ დეშამის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. L'Équpe-ს ცნობით, დეშამი წასვლას არ აპირებს.
- 20 დეკემბერი 2022
- 854
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.