ფაბრიციო რომანო „რეალის“ ინტერესს ადასტურებს
სამეფო კლუბის წარმომადგენლები ყოველთვის აქტიურად აკვირდებიან მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობას, რისი დასტურიც არის, მესუთ იოზილის, ტონი კროოსის, ხამეს როდრიგესისა და ტიბო კურტუას ტრანსფერები მადრიდულ გრანდში.
ინსაიდერ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, განვლილ მუნდიალზე „თეთრების“ დიდი სიმპათიები დაიმსახურა იოსკო გვარდიოლიმ. იტალიელის თქმით, ბოლო პერიოდში, ესპანელებმა არა ერთხელ გაგზავნეს სკაუტი ხორვატის ასპარეზობის საცქერად და დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიწყებენ მის გადაბირებაზე მუშაობას.
უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდა ცენტრალური მცველის გადაბირება ადვილ საქმეს არ წარმოადგენს. მისით ასევე დაინტერესებულნი არიან „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი,“ ხოლო „ლაპიციგი“ კი, მხოლოდ ასტრონომიული თანხის სანაცვლოდ შეელევა გვარდიოლის.
- 20 დეკემბერი 2022
- 843
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.