ცნობილია - როდის დაბრუნდებიან ფეხბურთელები „რეალში?“
კარლო ანჩელოტი განახევრებული კოლექტივით ემზადება „ვალიადოლიდთან“ დაპირისპირებისთვის (30 დეკემბერს).
მსოფლიოს ჩემპიონატზე მოასპარეზე ფეხბურთელებიდან ჯერ მხოლოდ კურტუა, აზარი, ვალვერდე და რუდიგერი დაბრუნდნენ „ვალდებებასზე,“ თუმცა უკვე ცნობილია თარიღი, როდესაც „რეალი“ სრული შემადგენლობით დაიწყებს ვარჯიშს.
20 დეკემბერს - კარვახალი და ასენსიო განაახლებენ ვარჯიშს;
26 დეკემბერს - ვინისიუსი, მილიტაო და როდრიგო;
28 დეკემბერს - ჩუამენი, კამავინგა და მოდრიჩი.
დიდი ალბათობით, „რეალი“ გადახალისებული თერთმეტეულით იასპარეზებს „ზორილიაზე,“ ვინაიდან გვიან შემოსწრებული მოთამაშეები ფორმაში ჩადგომას ვერ მოასწრებენ.
- 19 დეკემბერი 2022
- 586
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.