არბელოას გუნდმა რეკორდი დაამყარა
„რეალის“ ასაკობრივი გუნდები მოწოდების სიმაღლეზე არიან.
ალვარო არბელოას დარიგებული „რეალ მადრიდ Juvenil A“ (19 წლამდელები) შთამბეჭდავად ასპარეზობს. Division De Honor-ის მე-15 ტურს თავზე, მადრიდელები 41 ქულით პირველ ადგილს იკავებენ და 2 ქულით უსწრებენ მდევარ „ატლეტიკოს.“
საგულისხმოა, რომ განვლილ ტურში „ბლანკოსის“ ყოფილი მოთამაშის კოლექტივმა რეკორდი დაამყარა, გაიტანა და 59-ე გოლი მიმდინარე ტურნირზე (15 შეხვედრაში).
„რეალის“ მესამე შემადგენლობა წარმატებით გამოდის ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზეც. მათ ჯგუფური ეტაპი ნაყოფიერად გაიარეს (16 ქულა და 1-ლი ადგილი) და 1/8 ფინალურ სტადიაზე მეტოქის მოლოდინში არიან.
- 19 დეკემბერი 2022
- 1 053
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.