ჩუამენი თავდასხმის მსხვერპლი გახდა
ორელიენ ჩუამენმა სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვება ვერ მოახერხა.
„რეალის“ ახალგაზრდა ნახევარმცველმა შთამბეჭდავად ჩაატარა კატარში გამართული ტურნირი. კანტესა და პოგბას არყოფნის პირობებში, ის „მამლების“ ნახევარდაცვის ხაზის ბურჯად ჩამოყალიბდა.
აღსანიშნავია, რომ არგენტინასთან საფინალო შეხვედრაში დანიშნულ პენალტების სერიაში, მისი დარტყმული უშედეგო გამოდგა, რის გამოც მოთამაშე შეურაცხყოფის, ბულინგისა და კრიტიკის მსხვერპლი გახდა. სოციალურ ქსელის მომხმარებლები ჩუამენის მიმართ რასისტულ კომენტარებს არ ერიდებოდნენ და შედეგად, ამ უკანასკნელმა, ოფიციალურ „ინსტაგრამ“ გვერდზე კომენტარების დატოვების ფუნქცია შეზღუდა, რითაც კიბერ თავდასხმის შეჩერება სცადა.
მადრიდელმა ფეხბურთელმა დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა განიცადა განვლილი საათების განმავლობაში.
- 19 დეკემბერი 2022
- 1 214
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.