პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელს 35 წელი შეუსრულდა
კარიმ ბენზემა იუბილარია.
ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც „რეალში“ უკვე მე-14 სეზონს ატარებს, 1987 წლის 19 დეკემებრს, ქალაქ ლიონში დაიბადა. „ბლანკოსის“ მაისურით მის ანგარიშზეა 617 შეხვედრა და 329 გოლი. ის კლუბის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირია.
ბენზემამ რამდენიმე თვის წინ „ოქრო ბურთი“ მოიგო, რაც განვლილი სეზონის დიდებული დაგვირგვინება გახლდათ. კარიმმა ლომის წვლილი შეიტანა „რეალის“ წარმატებაში. ამ უკანასკნელმა საუკეთესო მეგოლის სტატუსი მოიპოვა, როგორც პრიმერა დივიზიონში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე.
თავდამსხმელს მადრიდელებთან ერთად უკვე 23 ტიტული აქვს მოგებული.
ვულოცავთ ლეგენდას დაბადების დღეს და ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას!
- 19 დეკემბერი 2022
- 497
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.