„ბრინჯაოს ბურთი“ - მუნდიალზე მოდრიჩიც გამოარჩიეს
კატარის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულებულია.
არგენტინის ნაკრებმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა ჩემპიონობა, ხოლო საფრანგეთმა ტიტულის დაცვა ვერ შეძლო და მეორე ადგილს დასჯერდა.
როგორც ცნობილი გახდა, განვლილი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ლიონელ მესი დასახელდა და მას „ფიფასგან“ „ოქროს ბურთი“ გადაეცა. „ვერცხლის ბურთის“ მფლობელი კილიან მბაპე გახდა, რომელმაც ფინალურ დაპირისპირებაში ჰეთ-თრიქი ჩაიწერა აქტივში. „ბრინჯაოს ბურთი“ კი, ლუკა მოდრიჩმა დაიბევა. ამ უკანასკნელმა 37 წლის ასაკში ლომის წვლილი შეიტანა ხორვატიის ნაკრების მიერ მუნდიალზე მე-3 ადგილის დაკავებაში.
- 18 დეკემბერი 2022
- 916
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.