ჩუამენი და კამავინგა ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება მეტად დრამატული და სანახაობრივი გამოდგა.
დიდიე დეშამის გუნდმა ვერ შეძლო ტიტულის დაცვა და შესაბამისად, ოქროს მედლებს არგენტინელები დაეუფლნენ. ძირითადი და დამატებითი ტაიმები ფრედ დასრულდა (3-3), ხოლო სამხრეთ ამერიკელებმა პენალტების სერიაში აჯობეს მეტოქეს.
ორელიენ ჩუამენი სასტარტო შემადგენლობიდან ირჯებოდა და შეუცვლელად იასპარეზა, მან თერთმეტმტერიანის რეალიზება ვერ მოახერხა. რაც შეეხება კამავინგას, შეხვედრის მიმდინარეობაში 71-ე წუთზე ჩაერთო. ედის დაცვის მარცხენა ფრთის მეურვეობა დაევალა და ამ უკანასკნელმაც მეტად წარმატებით და შთამბეჭდავად გაართვა თავი საქმეს.
„რეალის“ ახალგაზრდა ნახევარმცველებისათვის განვლილი მუნდიალი სადებიუტო იყო.
- 18 დეკემბერი 2022
- 710
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.