„ფუენლაბრადა“ 1-2 „კასტილია“ - ქამბექი და 1 ქულამდე შემცირებული სხვაობა [VIDEO]
ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში (PRIMERA RFEF GROUP 1) მე-17 ტურის მატჩები გაიმართა.
რაულის დარიგებული „რეალ მადრიდ კასტილია“ გასვლით მატჩში „ფუენლაბრადას“ დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები მე-16 წუთზე გარსია კამპოსის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა მეორე ნახევარში „თეთრებმა“ თამაშის შემოტრიალება და მნიშვნელოვანი ქულების აღება მოახერხეს. 56-ე წუთზე ალვარო როდრიგესმა გამოიჩინა თავი ხოლო 79-ე წუთზე არანდამ დასვა წერტილი.
ამრიგად, სატურნირო ცხრილში „კასტილია“ უკვე 35 ქულას მოითვლის და მხოლოდ 1-ით ჩამორჩება „კორდობასა“ და „ალკორკონს.“ არსებული მომენტისათვის, სწორედ ისინი იყოფენ 1-ელ და მე-2 ადგილს (36-36 ქულით).
„კასტილიას“ შემადგენლობა „ფუენლაბრადას“ წინააღმდეგ: დე ლუისი, ტობიასი, კარილიო, მარიო მარტინი, არიბასი, პეტერი (ტეო, 72'), ალვარო მარტინი (არანდა, 72'), ხავიერ ვილარი, მარველი, ობრადორი და ალვარო როდრიგესი.
მომდევნ ტურის პაექრობას მადრიდელები 8 იანვარს ჩაატარებენ.
- 18 დეკემბერი 2022
- 586
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.