ბრავო ლუკა - მოდრიჩმა გადაწყვეტილება მიიღო!
ლუკა მოდრიჩი კატარს ბრინჯაოს მედლით ტოვებს.
ევროპულ პრესაში ვარაუდობდნენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებისთანავე, 37 წლის ნახევარმცველი სანაკრებო კარიერას წარსულს ჩააბარებდა, თუმცა მოლოდინები არ გამართლდა. მაროკოსთან ნამატჩევს, „რეალის“ შუახაზელმა საინტერესი კომენტარი გააკეთა.
„რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ჩემპიონობა იყო და საკმაოდ ახლოს ვიყავით ამასთან. თამამად შეგვიძლია ვიამაყოთ დაფიქსირებული შედეგით და გამარჯვებულნი დავბრუნდეთ სამშობლოში.“
„სანაკრებო დონეზე წარმატების მიღწევა მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის, ბედნიერი ვარ. ნაკრებმა დიდი პროგრესი განიცადა და ახლა ჩვენს გამარჯვებებს სასწაულად არ რაცხავენ, ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოვყალიბდით.“
„ხორვატიის მომავალი ნათელია. რამდენიმე ფეხბურთელმა პირველად იასპარეზა მუნდიალზე და უკვე მედლით ტოვებენ დოჰას. მე ამისთვის 12 წლის განმავლობაში ვიბრძოდი და შეიძლება ითქვას, ყველანაირი დაბრკოლება გამოვიარე.“
„ვადასტურებ, რომ ეროვნულ გუნდში ასპარეზობას ვაგრძელებ და მონაწილეობას მივიღებ ერთა ლიგის შეხვედრებში. ამის შემდეგ ვნახოთ, რა იქნება.“
ლუკა მოდრიჩი აფრიკელებთან დაპირისპირების საუკეთესო მოთამაშე გახდა.
- 17 დეკემბერი 2022
- 31 094
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.