ანჩელოტი როტაციის გეგმებს აყალიბებს
იანვრიდან მადრიდის „რეალს“ სამეფო თასზე ასპარეზობა მოუწევს, ამას ემატება ესპანეთის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, რომელიც იანვარსა და თებერვალში უნდა ჩატარდეს. იმ ფონზე, რომ ლა ლიგის კალენდარიც მჭიდროა, ანჩელოტის როტაციის გარეშე ფონს გასვლა გაუჭირდება...
სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იტალიელი სპეციალისტი მომდევნო თვეზე უკვე სერიოზულად ფიქრობს და როტაციის გეგმებს აყალიბებს.
მადრიდული გრანდის თავკაცი ეცდება 2 კოლექტივის შექმნას, სადაც ძირითადი ბირთვი უნდა შეიცვალოს, მაგრამ არც შეტევითი და არც თავდაცვითი პოტენციალი არ შენელდეს.
იანვრიდან საქმეში გაცილებით დიდ დროს გაატარებს ანტონიო რუდიგერი, ასევე ნაჩო ფერნანდესი, ედუარდო კამავინგა, მარკო ასენსიო და ლუკას ვასკესი, რომელიც მოიაზრება, როგორც მარჯვენა მცველად, ასევე შემტევად.
ანჩელოტის აზრით, სხვ აგზარ არ არსებობს. ცვლილებები გარდაუვალია, სწორედ ამიტომ „ბლანკოსმა“ 2 სხვადასხვა შემადგენლობითა და ფორმაციით უნდა შეძლოს წარმატებული გამოსვლა.
- 17 დეკემბერი 2022
- 666
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.