ლუკა მოდრიჩი ბრინჯაოს მედლის მფლობელია
ხორვატიის ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა.
დალიჩის შეგირდებმა მნიშვნელოვან შეხვედრაში 2-1 დაამარცხეს მაროკო. ლუკა მოდრიჩი სასტარტო შემადგენლობიდან ირჯებოდა აფრიკელების წინააღმდეგ და შეუცვლელად იასპარეზა. ის პაექრობის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
დიდი ალბათობით, 37 წლის ნახევარმცველისათვის კატარში ჩატარებული მუნდიალი ბოლო იყო საფეხბურთო კარიერაში.
ხორვატია: ლივაკოვიჩი; სტანიშიჩი, შუტალო, გვარდიოლი; მაიერი (პაშალიჩი 66), მოდრიჩი, კოვაჩიჩი, პერიშიჩი; კრამარიჩი (ვლაშიჩი 61), ორშიჩი (იაკიჩი 90); ლივაია (პეტკოვიჩი 66)
მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი
მაროკო ბონო; ჰაკიმი, ელ-იამიქი (ამალა 66), დარი (ბენუნი 64), ატია-ალა; ამრაბატი, ელ ხანუსი (უნაჰი 56), საბირი (შაირი 46); ზიეში, ენ-ნესირი, ბუფალი (ზარური 64)
მწვრთნელი: ვალიდ რეგრაგი
გოლები: 1:0 გვარდიოლი (7), 1:1 დარი (9), 2:1 ორშიჩი (42)
- 17 დეკემბერი 2022
- 402
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.