მბაპეს წასვლა გადაწყვეტილი აქვს
ესპანური გამოცემების ცნობით, კილიან მბაპეს „პსჟ“-ში ყოფნის დრო დათვლილია...
ფრანგ ფეხბურთელებს პარიზის დატოვება გადაწყვეტილი აქვს და ეს „პსჟ“-ს ხელმძღვანელობამაც კარგად იცის.
მეტიც, ფრანგული კლუბი მას 300 მილიონად აფასებს და მზად არის, გაყიდოს კიდეც, თუმცა ეს ყველაფერი მარტივად ვერ მოხდება.
ესპანური გამოცემების ცნობით, მბაპეს წასვლა 2024 წლის ზაფხულში გარდაუვალია, თუმცა პარიზული მხარე შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში მოთამაშის გაშვებაზე 2023 წლის ზაფხულშიც თანახმა იქნება.
კილიანს ახალი გამოწვევა სჭირდება და კონტრაქტი, რომელიც ახლა ალ ჰელაიფის გუნდთან აკავშირებს ნამდვილად ბოლოა.
- 17 დეკემბერი 2022
- 1 201
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.