„რეალი“ „ფიფას“ ინიციატივას არ ეთანხმება
მადრიდის „რეალსა“ და „ფიფას“ შორის შესაძლოა ახალი უთანხმოება წარმოიშვას...
ჯანი ინფანტინომ 2025 წლიდან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე 32 გუნდიანი ფორმატი დაანონსა.
გამოდის, რომ ახალ ტურნირზე მსოფლიოს ყველა კუთხიდან ტოპ გუნდები იქნებიან წარმოდგენილნი. „ფიფას“ ახალმა ჩემპიონატმა თვით ჩემპიონთა ლიგის რეიტინგსა და პოპულარობასაც კი უნდა აჯობოს.
ეს ამბავი რა თქმა უნდა, არ მოსწონს ფლორენტინო პერესს, რომელიც თავის მომხრეებთან ერთად სუპერლიგის პროექტზე უკვე წლებია მუშაობს.
ესპანური გამოცემების ცნობით, „ბლანკოსი“ ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციას მალე დააფიქსირებს.
- 17 დეკემბერი 2022
- 862
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.