ანჩელოტის განკარგულებაში კიდევ 4 ფეხბურთელი ბრუნდება
სამეფო კლუბი „ვალიადოლიდთან“ მატჩისათვის ემზადება, რომელიც პრიმერა დივიზიონის მე-15 ტურის ფარგლებში, 30 დეკემბერს გაიმართება.
როგორც ცნობილია, შაბათის სავარჯიშო სესიაზე ის ფეხბურთელებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატი ჯგუფურ ეტაპზე დაასრულეს. საუბარია ტიბო კურტუაზე, ედენ აზარზე, ფედე ვალვერდესა და ანტონიო რუდიგერზე.
მომდევნო კვირაში კი, თანაგუნდელებს დანიელ კარვახალი და მარკო ასენსიო შეუერთდებიან. რაც შეეხებათ დანარჩენებს, ისინი ეტაპობრივად ჩავლენ ესპანეთის დედაქალაქში.
- 16 დეკემბერი 2022
- 504
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.