„რეალის“ კალენდარში ცვლილებებია - 2 თამაში გადაიდო!
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობისგან გამოწვეული პაუზის გამო, სამეფო კლუბი 30 დეკემბერს, „ვალიადოლიდთან“ შეხვედრით განაახლებს სეზონს.
საგულისხმოა, რომ 2023 წლის პირველი ნახევარი ანჩელოტის გუნდისათვის მეტად დახუნძლული და ნაყოფიერი იქნება, ვინაიდან მათ 5 ტურნირზე მოუწევთ მონაწილეობის მიღება (ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის სუპერ თასი, კოპა დელ რეი და საკლუბო მუნდიალი).
როგორც „ფიფამ“ განაცხადა, გადადებული საკლუბო მუნდიალი 1-11 თებერვალს გაიმართება, რის გამოც „ბლანკოსის“ კალენდარში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. „რეალს“ პრიმერა დივიზონის 21-ე ტურის მატჩის გადადება მოუწევს, რომელიც 12 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო. ამასთანავე, გუნდი ვერც სამეფო თასის ნახევარფინალში (პირველ პაექრობაში) მიიღებს მონაწილეობას, თუ შესაბამის ეტაპზე მოახერხა გასვლა.
- 16 დეკემბერი 2022
- 769
- 2