„რეალს“ აზარის გაშვება უნდა, თუმცა...
ედენ აზარი რამდენიმე დღეში განაახლებს ვარჯიშს სამეფო კლუბში.
მადრიდში იმედი ჰქონდათ, რომ ბელგიელი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატზე მოახერხებდა ძველი ფორმის დაბრუნებას და კვლავინდებურად ათამაშებას, თუმცა მათი მოლოდინი გაქარწყლდა. „შვიდიანმა“ მორიგი წარუმატებელი ტურნირი ჩაატარა და მეტიც, გადამწყვეტ შეხვედრაში რობერტო მარტინესმა ის სათადარიგო სკამზე დატოვა.
მოვლენების მსგავსად განვითარების შემდეგ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ საერთოდ აღარ არსებობს ნდობა აზარის მიმართ. კლუბის სურვილია, ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს, თუმცა თავად ედენი ზაფხულამდე არსად აპირებს წასვლას.
„ჩელსის“ ყოფილი შეგირდისადმი დიდ ინტერესს ავლენენ MLS-ის გუნდები
- 16 დეკემბერი 2022
- 620
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.