რა ხდება ბენზემასა და დეშამს შორის?
საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისათვის ნაყოფიერად ემზადება.
არგენტინასთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, ჟურნალისტმა დიდიე დეშამს ჰკითხა, გამოიძახებდა თუ არა ესოდენ მნიშვნელოვანი თამაშისათვის კარიმ ბენზემას, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და უკვე სრული დატვირთვით მუშაობს, რაზეც მწვრთნელმა ირონიულად მიუგო, რომ არ სურდა პასუხის გაცემა და სხვა თემაზე გადასულიყვნენ.
L'Équipe-ს ცნობით, დეშამსა და ბენზემას შორის კარგი ურთიერთობა არ სუფევს. სწორედ ამიტომ, ფეხბურთელს მისთვის მადლობა არ გადაუხდია „ოქროს ბურთის“ მოგების შემდეგ წარმოთქმული სიტყვის დროს.
ამ ეტაპისათვის უცნობია, გაემგზვრება თუ არა ყატარში „რეალის“ ფეხბურთელი მაყურებლის სტატუსით. როგორც იწერება, ტრიბუნაზე იქნებიან პოლ პოგბა და ნკუნკუ. კარიმის მსგავსად, მათაც ტრავმის გამო მოუხდათ მუნდიალის გამოტოვება.
- 16 დეკემბერი 2022
- 1 294
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.