„ენდრიკი რონალდოსა და რომარიოზე უკეთესი იქნება“
ენდრიკ ფელიპე მორეირა დე სოუსა 2024 წლიდან სამეფო კლუბისთვის შეუტევს.
მადრიდელებს 16 წლის ფეხბურთელის გადაბირება დაახლოებით 60 მლნ. ევრო დაუჯდათ. მიუხედავად ასაკისა, ენდრიკი „პალმეირასის“ პირველი გუნდის რიგებში უკვე მოითვლის 3 გოლსა და 1 ასისტს (306 წუთის განმავლობაში).
„ცუდი იქნება, რომ ენდრიკის ასპარეზობას ვეღარ ვიხილავთ ბრაზილიის ჩემპიონატში. წლების შემდეგ ის რონალდოსა და რომარიოზე უკეთესს მოთამაშედ ჩამოყალიბდება“ - დასძინა ხოსე ფერეირა ნეტომ (ვეტერანი ფეხბურთელი).
აღსანიშნავია, რომ ენდრიკის სათამაშო სტილი ბევრად განსხვავებულია, ვიდრე ვინისიუსისა და როდრიგოსი. ის მარცხენა ფეხით მოთამაშე „ცხრიანია,“ თუმცა თვისებებით არც ერლინგ ჰალანდს ჰგავს.
„სოციალურ ქსელებში ხშირად მადარებენ რომარიოს. ისინი ამბობენ, რომარიო ძალინ ნაყოფიერად გადაადგილდებოდა საჯარიმოში და მიუხედავად სიმაღლისა, თავითაც გაჰქონდა გოლები. ვფიქრობ, ორივე კომპონენტში მეც წარმატებით ვასპარეზობ“ - დასძინა 1 წლის წინ ენდრიკმა.
„სათამაშო კომპონენტებიდან გამომდინარე, 16 წლის მოთამაშე უფრო რომარიოსა და რონალდოსკენ იხრება, ვიდრე ვინისიუსკენ. ის არის დაბალი, პატარა და სწრაფად იღებს გადაყვწტილებეს. ენდრიკი ფინიშერია და არა ფანტაზისტა“ - აღნიშნა ჟურნალისტმა დიეგო ივატამ.
- 16 დეკემბერი 2022
- 640
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.