„რეალი“ „ლეგანესს“ დაუპირისპირდა
სამეფო კლუბი აქტიურ რეჟიმში ემზადება სეზონის განახლებისათვის. ანჩელოტის შეგირდები, პაუზის შემდეგ პირველ მატჩს, 30 დეკემბერს, „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ გამართავენ.
დღევანდელი სავარჯიშო სესია მეტად საინტერესო გამოდგა, ვინაიდან მადრიდელებმა ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს ქვედალიგელ „ლეგანესთან.“ მატჩი, რომელიც ყამით დასრულდა (1-1), დახურულ კარს მიღმა 1 საათის განმავლობაში (30 წუთიანი ტაიმი) მიმდინარეობდა. მასპინძლების მხრიდან ერთადერთი გოლი ტონი კროოსის ანგარიშზეა.
საგულისხმოა, რომ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო კარიმ ბენზემამაც. ამ უკანასკნელმა ტრავმა სრულად მოიშუშა და მზადყოფნაშია.
იტალიელმა დამრიგებელმა თავის გამოჩენის საშუალება „რეალ მადრიდ კასტილიას“ ფეხბურთელებსაც მისცა.
https://www.realmadrid.com/noticias/2022/12/15/el-equipo-se-esta-entrenando
- 15 დეკემბერი 2022
- 889
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.