„უეფას“ „რეალისა“ და „ბარსელონას“ დასჯის უფლება ექნება?
როგორც იცით, ევროპის სასამართლოში დავა მიმდინარეობს „უეფასა“ და სუპერლიგის მონაწილე კლუბებს („რეალი,“ „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“) შორის.
მოსამართლემ უნდა დაადგინოს, რამდენად აქვს უფლება აღნიშნულ საფეხბურთო ორგანიზაციას სანქციები დაუწესოს კლუბებსა და ფეხბურთელებს, რომლებიც მათი ქოლგის გარეთ შექმნილ ტურნირიში მიიღებენ მონაწილეობას.
ევროპული სასამართლოს გენერალურმა ადვოკატმა ათანასიოს რანტოსმა ზემოთ ხსენებულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: „„უეფასა“ და „ფიფას“ წესები, სადაც გაწერილია, რომ ნებისმიერი ახალი შეჯიბრი წინასწარ დამტკიცებას საჭიროებს, წინაღმდეგობაში არ მოდის ევროკავშირის კონკურენციის კანონთან.“
მაშასადამე, თუ რამდენიმე თვეში მსაჯულიც მსგავს პოზიციას გაიზიარებს, ჩეფერის უწყებას ხელ-ფეხი გაეხსნება და შესაბამისად, ევროპის სუპერლიგის იდეას კვლავ წინ წამოწევის შემთხვევაში, „უეფას“ მადრიდელების, კატალონიელებისა და ტურინელების სამაგალითოდ დასჯის საშუალება მიეცემა.
- 15 დეკემბერი 2022
- 846
- 5