კროოსი: „ფინალურ მატჩში ამ ნაკრებს ვუგულშემატკივრებ“
ტონი კროოსმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ვფიქრობ, მსაჯმა სამართლიანი თერთმეტმეტრიანი დანიშნა ხორვატიის ნაკრების კარში, თუმცა აღნიშნულ ეპიზოდამდე ევროპელებს კუთხური უნდა მოეწოდებინათ.“
„მოდრიჩთან ჯერ არ მისაუბრია. როდესაც ჩაცხრება ვნებათაღელვა აუცილებლად შევეხმიანები. წარმატებებს ვუსურვებ მას მომდენო პაექრობაში.“
„ჩემი 2 თანაგუნდელი ასპარეზობს საფრანგეთის რიგებში და შესაბამისად, ფინალურ შეხვედრაში მათ ვუჭერ მხარს, მაგრამ, ამასთანავე, აღვნიშნავ, რომ არასწორი იქნება, თუ მესი ასეთ კარიერას მუნდიალის ოქროს მედლის გარეშე დაასრულებს.“
„ჰაკიმი დიდებული ფეხბურთელია. ჩვენ 1 წლის განმავლობაში ვასპარეზობდით ერთად. აშრაფი საოცრად სწრაფია და ყველა თვისებითაა აღჭურვილი, რაც განაპირა მცველისთვისაა აუცილებელი. ნამდვილად განსაკუთრებული მოთამაშეა.“
- 15 დეკემბერი 2022
- 1 032
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.