პერესი რონალდუს: „მინდა იცოდე, რომ...“
„რეალის“ საწვრთნელ ბაზაზე კრიშტიანუ რონალდუს გამოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია გულშემატკივრებში.
თავდაპირველად, გამოცემები იუწყებოდნენ, რომ პორტუგალიელი მეგა-ვარსკვლავი ყოფილ კლუბში, რომელიც რიგებში 450 გოლი აქვს გატანილი, დაბრუნდა, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, „შვიდიანი“ მხოლოდ ვარჯიშობს „ვალდებებასზე.“
AS-ის ცნობით, რონალდუმ პირადად დაურეკა ფლორენტინო პერესს და სთხოვა, ახალი კლუბის მოძიებამდე, „ბლანკოსის“ ინფრასტრუქტურით სარგებლობა, რათა სათამაშო კონდიციების შენარჩუნება მოახერხოს. ცხადია, ლეგენდარული მოთამაშის სურვილი მყისვე დააკმაყოფილა პრეზიდენტმა და მას შემდეგი მიუგო: „„ვალდებებასი“ შენი სახლია და შეგიძლია იმდენი ხანი გამოიყენო იქ არსებული რესურსი, რამდენიც დაგჭირდება.“
საგულისხმოა, რომ როდესაც კრიშტიანუს შესახებ აღნიშნული ცნობები გავრცელდა, „რეალის“ ასაკობრივი გუნდების მოთამაშეები მასთან ფოტოს გადაღების მოტივით „ვალდებებასზე“ შეიკრიბნენ.
- 15 დეკემბერი 2022
- 7 759
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.