„პსვ“ „რეალს“ ელოდება
„პსვ“-ს შემტევმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე.
კოდი გაკპომ ყატარში გამართული ხუთივე დაპირისპირება სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 3 შედეგიანი დარტყმის განხორციელებაც მოახერხა. მან წარმატებული ასპარეზობით არა ერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო და მათ შორისაა „რეალიც“ მოხიბლა.
ოქროს თაობის ნიდერლანდელის რენე ვან დე კერხოფის ცნობით, მადრიდელები სერიოზულ ინტერესს გამოხატავენ 23 წლის ვინგერისადმი. მისი თქმით, „თეთრები“ მას ბენზემას შემცვლელადაც კი მოიაზრებენ.
არსებული მომენტისათვის, კოდის სატრანსფერო ღირებულება 45 მლნ. ევროს შეადგენს, თუმცა მუნდიალის დასრულებისთანავე, აღნიშნული ციფრი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
გაკპოს ტრანსფერში შესაძლებელია ლომის წვლილი შეიტანოს რუუდ ვან ნისტერლოიმ, რომელიც ერედივიზიონის ბინადარს წვრთნის. ეინდჰოვენელები მადრიდელებისაგან სერიოზული წინადადების მოლოდინში არიან.
- 14 დეკემბერი 2022
- 998
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.