„რეალს“ თანხის გაზრდისკენ მოუწოდებენ
ესპანელი ექსპერტები და ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მადრიდის „რეალმა“ ჯუდ ბელინგემისთვის ბოლომდე უნდა იბრძოლოს...
ფაქტია, რომ „რეალს“ მაღალი დონის ნახევარმცველი სჭირდება, რომელზეც გათვლა წლების განმავლობაში გაკეთდება. ადრე თუ გვიან ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი კოლექტივს დაემშვიდობებიან. მეტიც, ეს შესაძლოა 2023 წლის ზაფხულში მოხდეს.
ბელინგემი ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, მისი ასაკი კი ყველას თვალში ხვდება.
ამ ეტაპზე ინგლისელი ფეხბურთელისთვის ყველაზე დიდ პრეტენზიას „ლივერპული“ აცხადებს, რომელიც კოლოსალური თანხის გადახდაზეც თანახმაა.
ამის პარარელურად მადრიდის „რეალს“ ესპანეთში მოუწოდებენ, რომ შეთავაზება გაზარდოს, გაცილებით მეტი თანხა გადაიხადოს და ჯუდი ბერნაბეუზე ჩაიყვანოს.
მადრიდული გამოცემების ცნობით, „მერენგები“ საბონუსე სისტემაზე მუშაობენ და სწორედ ამ გზით აპირებენ ბელინგემის გარემოცხვის მოხიბვლას.
- 14 დეკემბერი 2022
- 1 176
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.