„სანტიაგო ბერნაბეუ“ 75
სამეფო კლუბი საშინაო არენის 75 წლის იუბილეს აღნიშნავს.
1947 წლის 14 დეკემბერს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ოფიციალურად გაიხსნა და სადებიუტო შეხვედრასაც უმასპინძლა. ამხანაგურ პაექრობაში მადრიდელებმა 3-1 დაამარცხეს პორტუგალიური „ბელენენსეში,“ ხოლო პირველი გოლის ავტორობა კი, ბარინაგას ერგო პატივად.
აღნიშნული თარიღიდან მოყოლებული „ბერნაბეუ“ „რეალის“ გმირობებების სცენად იქცა. განვლილ სეზონში სტადიონი მაგიური ღამეების მონაწილედ იქცა, „მანჩესტერ სიტისთან,“ „ჩელსისთან“ და „პსჟ“-სთან მატჩების დროს. ეს ისტორიული შერკინებები „ბერნაბეუს“ რეკონსტრუქციის პარალელურად მიმდინარეობდა. არსებული სამუშაობის დასრულების შემდეგ, ჩვენ ვიხილავთ ყველა დროის დიდებულ სტადიონს.
არენა 1955 წლის შემდეგ ატარებს სანტიაგო ბერნაბეუს სახელწოდებას, ლეგენდარული პრეზიდენტის პატივისცემის ნიშნად. ახლა კლუბის მიზანია მისი გარდაქმნა ავანგარდულ ღირშესანიშნაობად, სადაც წარმოდგენილი იქნება მაქსიმალური კომფორტი, უმაღლესი დონის უსაფრთხოება და თანამედროვე ტექნოლოგიები.
ისტორიის განმავლობაში „ბერნაბეუზე“ ისეთი მნიშვნელოვანი თამაშები გაიმართა, როგორებიცაა: ევროპის თასის ფინალი (ოთხჯერ), მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი (1982 წ.), ევროპის ჩეპიონატის ფინალი (1964 წ.) და ლიბერტადორეისს თასის ფინალი (2018 წ.).
- 14 დეკემბერი 2022
- 296
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.