სებალიოსს წასვლა სურს, „ბეტისი“ ისევ საქმეშია
ესპანური გამოცემების ცნობით, იანვარში მადრიდის „რეალისა“ და „ბეტისის“ ხელმძღვანელი პირები ერთმანეთს შეხვდებიან...
დანი სებალიოსს გუნდიდან წასვლა სურს, მადრიდში კი მიიჩნევენ, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ გარკვეული თანხა უნდა გამოიმუშავონ.
ვინაიდან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს იწურება, „ბლანკოსი“ იძულებულია სება იანვარში გაყიდოს.
თავის მხრივ „ბეტისი“ საქმეშია, რომელიც კარგად აანალიზებს, რომ „რეალთან“ შეთანხმება მიზერული თანხითაც იქნება შესაძლებელი.
არაოფიციალური ინფორმაციით, ანდალუსიელები „რეალს“ სებალიოსის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს შესთავაზებენ.
- 12 დეკემბერი 2022
- 469
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.