მენდი „მილანში“, ტეო ერნანდესი „რეალში“?
იტალიური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ და „მილანი“ ბარტერზე საუბრობენ...
ფერლან მენდის „მერენგების“ დატოვება სურს, ხოლო „მილანი“ ერთ-ერთ სასურველ ვარიანტად მიაჩნია. ამის პარარელურად, „ბლანკოსი“ ტეო ერნანდესის დაბრუნებაზე ფიქრობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ „როსონერისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.
არაოფიციალური ინფორმაციით, იანვარში „რეალი“ და „მილანი“ ბარტერზე ისაუბრებენ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ შეთანხმების შემთხვევაში იტალიურმა მხარემ მენდისთან ერთად 10 მილიონი ევროც უნდა მიიღოს.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
- 12 დეკემბერი 2022
- 948
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.