ანჩელოტი ვინისიუს ტობიასს ესაუბრა, ბრაზილიელი შესაძლოა დაწინაურდეს
იმ შემთხვევაში, თუ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდს ალვარო ოდრიოზოლა დატოვებს, მის შემცვლელად კარლო ანჩელოტი კასტილიელ ვინისიუს ტობიასს განიხილავს...
იტალიელი სპეციალისტი ბრაზილიელ განაპირა მცველს პირისპირ უკვე ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ მინი პრე-სეზონის ფარგლებში ვინისიუსი მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ანჩელოტის დავალებებს ასრულებს.
ტობიასი ჯერ-ჯერობთ რაულის განკარგულებაშია, მაგრამ შესაძლოა სულ რაღაც 1 თვეში მთავარი გუნდის წევრი გახდეს და დანიელ კარვახალის ალტერნატივად განიხილონ.
- 12 დეკემბერი 2022
- 740
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.