„რეალის“ ყოფილი მწვრთნელი ბრაზილიის ნაკრებში ინიშნება?
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ ყოფილი მწვრთნელი ბრაზილიის ნაკრების თავკაცად განიხილება...
საქმე ეხება ჟოზე მოურინიოს, რომელიც „რომას“ მოქმედი დამრიგებელია და საკმაოდ ნორმალური შედეგები აქვს.
ბრაზილიის ნაკრებიდან ტიტეს წასვლის შემდეგ სამხრეთ-ამერიკელები ახალ დამრიგებელს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, ბრაზილიელებს სურთ გრძელვადიანი პროექტის განხორციელება, რომელიც გუნდს 2026 წელს ჩემპიონობამდე მიიყვანს.
ერთ-ერთ ვარიანტად „განსაკუთრებული“ განიხილება, რომელსაც სამხრეთ-ამერიკელებმა უკვე მიმართეს, თუმცა სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
- 12 დეკემბერი 2022
- 9 997
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.