ფერლან მენდისთან მოლაპარაკებები ისევ ჩაიშალა
როგორც სჩანს, მიმდინარე სეზონის ბოლოს ფერლან მენდი მადრიდის „რეალის“ რიგებს დაემშვიდობება...
ფრანგ მცველს სამეფო კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მაგრამ დიდი ალბათობით 2023 წლის ზაფხულში მოუწევს აბარგება.
მენდი უკვე 2 წელია ხელფასის მომატებას ითხოვს, ვინაიდან „მერენგების“ რიგებში ერთ-ერთ ყველაზე დაბალანაზღაურებად მოთამაშედ ითვლება.
„რეალმა“ ფრანგს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომელიც ფერლანის ბერნაბეუზე დარჩენას 2027 წლის ზაფხულამდე ითვალისწინებდა, მაგრამ სახელფასო პირობები არ იცვლებოდა, რაც მენდის უკმაყოფილებას ახლაც იწვევს.
ესპანური გამოცემების ცნობით, მოლაპარაკებები ისევ ჩაიშალა და ორივე მხარე მიხვდა, რომ შეთანხმება ვერ შედგება.
- 11 დეკემბერი 2022
- 737
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.