შოკი - ზინედინ ზიდანის გეგმები შეიცვალა?!
ესპანური და ფრანგული გამოცემების ცნობით, ზინედინ ზიდანის გეგმები კვლავ იცვლება...
როგორც სჩანს, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია დიდიე დეშამის გაშვებას არ გეგმავს და სურს, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გუნდს სწორედ მან უხელმძღვანელოს.
ფრანგების აზრით, დეშამის ახლა გაშვება სწორი ნაბიჯი არ იქნება, ვინაიდან მის ხელში „მამლები“ საოცრად თამაშობენ და მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალშიც არიან.
მუნდიალამდე კვირებით ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დიდიე დეშამისთვის ყატარის ჩემპიონატი ბოლო იყო და იანვრიდან კოლექტივს ზინედინ ზიდანი ჩაიბარებდა, თუმცა როგორც სჩანს, რეალობა სხვაგვარად ვითარდება.
თუ ზიზუ ახლა შანსს ვერ მიიღებს, 2024 წელს წლის ევროპის ჩემპიონატს ნამდვილად აღარ დაელოდება და სავარაუდოდ რომელიმე კლუბს ჩაიბარებს.
- 11 დეკემბერი 2022
- 11 004
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.