O'Jogo - „რეალი“ ენცოსთან დაკავშირებით „ბენფიკას“ მიმართავს
როგორც სჩანს, მადრიდის „რეალში“ მიხვდნენ, რომ ჯუდ ბელინგემის „მერენგების“ რიგებში ტრანსფერი ძალიან რთული იქნება, სწორედ ამიტომ ფლორენტინო პერესი გეგმის შეცვლას აპირებს...
O'Jogo-ს ინფორმაციით, „მერენგები“ სულ მალე „ბენფიკას“ ოფიციალური წინადადებით მიმართავენ. „რეალს“ ენცო ფერნანდესის დამატება 2023 წლის ზაფხულში სურს, მაგრამ თუ მოლაპარაკებები იანვარში დასრულდება, სამეფო კლუბი საქმეს წინ წაიგდებს.
ფაქტია, რომ ბელინგემთან დაკავშირებით ესპანეთის დედაქალაქში პესიმისტური განწყობებია, რაც ფერნანდესის გამადრიდელებას უფრო რეალურს ხდის.
- 10 დეკემბერი 2022
- 629
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.