მოუს ფორვარდი და მცველი სჭირდება
სამ კვირაში დაიწყება ახალი სეზონი და მოურინიოს ორი პრობელმა ჯერ ვერ გადაუჭრია.პორტუგალიელ სპეციალისტს აუცილებლად სჭირდება მცველი და ფორვარდი.
ბოლო კვირებში ”რეალს” დაუკავშირეს ტიაგო სილვა,დავიდ ლუიზი,მაიკონი და ეშლი კოული, მაგრამ ჯერ ”ბლანკოსმა” ვერ მოახერხა ვერცერთის შეძენა.ზოგი ეკონომიკური მიზეზის გამო და ზოგ შემთხვევაში თავად კლუბმა არ ისურვა ფეხბურთელის გაყიდვა.
უკანასკნელ საათებში გართულდა ნომერ პირველ კანდიდანტის შეძენა.”ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ მაიკონი არავითარ შემთხვევაში არ გაიყიდება და ამიტომ ბრაზილიელი ”რეალში” ვერ გადავა.
მეორე პრობლემა ფორვარდია.რაულის წასვლის შემდეგ, გუნდში მხოლოდ ორი ფორვარდია.”ბლანკოსს” დაუკავშირეს ჰუგო ალმეიდა,კარვალო ამაური, მარიო გომესი და ხოსება ფერნანდო ლიორენტე, მაგრამ მოლაპარაკებეი არცერთ გუნდთან არ ყოფილა.
ტრამვირებულია პეპე და კაკა.ბრაზილიელი 4თვე ვერ ითამაშებს და პორტუგალიელი სამი კვირა, ამიტომ მოურინიოს შეშფოთება გასაკვირი არ არის.
წყარო:defensacentral.com
- 10 აგვისტო 2010
- 1 674
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.