რაფაელ ნადალი - მადრიდის „რეალის“ ახალი პრეზიდენტი?
ესპანური გამოცემების ცნობით, რაფაელ ნადალი მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტობისთვის ემზადება...
ლეგენდარულ ჩოგბურთელს „ბლანკოსის“ სადავეების ხელში აღება 2024 წლიდან სურს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შესახებ ძალიან კარგად იცის ფლორენტინო პერესმაც, რომელიც ლეგენდას გარკვეულწილად მხარს უჭერს კიდეც.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნადალის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ფლორენტინო პერესი „ბლანკოსის“ მმართველობაში დარჩება და შესაძლოა ახალი პრეზიდენტის მრჩევლის როლიც მოირგოს.
ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ საუბრებს მოიცავს, მაგრამ ფაქტია, რომ ნადალის სამეფო კლუბში მოსვლის შესახებ არაერთი ავტორიტეტული გამოცემა წერს.
- 4 დეკემბერი 2022
- 3 561
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.