მარკო ასენსიოს მსურველების რიგი უდგას
მარკო ასენსიოს მადრიდის „რეალიდან“ წასვლა სავსებით რეალურია. ვილემსენს სამეფო კლუბთან კონტრაქტი რამდენიმე თვეში ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ კოლექტივს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ან იანვარში მიზერულ თანხად გაიყიდება...
ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეშია, რომელსაც არაერთი კლუბი დაუკავშირდა. ესპანელი წინახაზელის მიმართ ინტერესი არსებობს, როგორც ლა ლიგიდან, ასევე იტალიის ჩემპიონატიდან და პრემიერლიგიდან.
ასენსიოს მიმართ ინტერესს „ბარსელონა“, „ინტერი“, „ატლეტიკო“, „იუვენტუსი“, „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“ იჩენენ.
ფაქტია, რომ მოთამაშეს მსურველთ პრობლემა არ აქვს, დანარჩენი კი ფლორენტინო პერესზე იქნება დამოკიდებული.
- 4 დეკემბერი 2022
- 687
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.