ენცო ფერნანდესში 80 მილიონის გადახდა არ განიხილება
იმ შემთხვევაში, თუ მადრიდის „რეალსა“ და ბელინგემს შორის მოლაპარაკებები ვერ შედგება, გეგმა „ბ“ ენცო ფერნანდესია, თუმცა სამეფო კლუბს საკუთარი სტანდარტები არგენტინელ ფეხბურთელთან დაკავშირებითაც ექნება...
კალაფატმა ფლორენტინო პერესმა მწვანე შუქი აუნთო, მაგრამ ეს ნახევარმცველი 80 მილიონი ევრო არ ღირს.
სამეფო კლუბის შეთავაზება 50-იდან 60 მილიონ ევრომდე იმერყევებს. მადრიდში პატივს სცემენ ენცოს შესაძლებლობებს, მაგრამ თვლიან, რომ მოთამაშისთვის „ბლანკოსი“ უნდა იყოს პრიორიტეტული.
„ბენფიკას“ 21 წლის ნახევარმცველი საკმაოდ დიდ პროგრესს აჩვენებს, მაგრამ მას გამოცდილება აკლია და საბოლოო ჯამში არავინ იცის, სრულად გაამართლებს თუ არა გაცემულ ავანსებს.
აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მოთამაშის შესაძლებლობები 35 მილიონ ევროდ ფასდებოდა.
- 4 დეკემბერი 2022
- 446
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.